პოეზია · ლირიკა
***(დაკავებული ადგილები, თვალები, მარა..)
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 დაკავებული ადგილები, თვალები, მარაყველა ძველი და დაკარგული სითბოს შენახვა,გახვიდე გარეთ გაიხურო ყოველი კარიდა გითხრან ქალი, ქალი რომ ხარ, რომ ხარ ვენახი.
რომ ოცნებობდნენ, რომ თვალები, თმები, თითებიდა მიტევება, გაკემსილი სულთან ირიბად,რომ მიიტანე მზის სინათლე, როგორც მზითევი,რომ დაგიბრულეს მოწყენა და არატირება,
რომ ტყდება ღამე, უფრო მძიმე, ღამე – ბოქლომიდა იქნებ ნივაც გაგიჩერონ, დაღლილს, არც ისე,სულაც იხდიდე, გუშინდელს და ნებაყოფლობითს,სახადებს, კაბებს, ნათითურებს, ვალებს, ნარცისებს.
მაგრამ თვალები, საფლავები, ყავარაყრილიდა დალექილი, დაკარგული სითბოს შენახვა...მოხვიდე მერე, წარსულებზე შეიხსნა ღილიდა მითხრა, ქალი რომ ხარ, რომ ხარ ვენახი.