↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***(რჩებიან ხანდახან გზები და გზნებები..)

გეთიაშვილი რეზო

2016-09-121 წთ საკითხავი11713 ნახვა

—
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 რჩებიან ხანდახან გზები და გზნებებიორი ან სამი თვის,რადგანაც ოთახის ასეთ სიჩუმეშიპოულობ ოვალებს,საღამოს სიზმარიც, ჯერ როგორც პანგეას,მომავალს გაგითვლის,მერე რა მშობლიურ ხმაურებს გპირდებასიკვდილი №
13, ექსტაზი და უკანასკნელიიქნება მეასე,ძალიან დამფრთხალი მიდიხარ სარკესთანდა სადღაც ანთებულლამპიონს ირეკლავ მაღალი სხეულით,საღამოს სეანსი,ძვირფასი თამაში, წარსულის დარჩენილწუთებთან რანდევუ.
ხანდახან ასეა, სცენაზე შემოდისსიმშვიდე, ჰიენადა სიზმრებს მოითხოვს ვიღაცის ძალიანზოგადი სახელითდა ფიჭვის სურნელით, მისტიკით ივსებამინორი ჰაერიდა უჰაერობა და უტკივილობაკითხვის და ძახილის.
ბაქანზე მიდიან საღამოს ქალებიაქცენტის გარეშე,იგონებ ნაცნობი ფერების შესახებდა ყველა დანარჩენსპასუხობ დუმილით ცნობილი გრძნობისთვისშენახულ არეში,ნამდვილი ტყუილი, ბარეჟი,ძალიან ძვირფასი თამაში.
უაზრო ბოდვაა, ციხეა და გარეთგაქცევა გინდებახანდახან, თვალებში იჭრება კადრებიალმასის პრიზმებით,რა მოხდა, სარკის წინ კვამლივით იცინიმშვენიერ წინდებულსდა წვიმას აპირებ, წყალსაც წაუღიასაღამოს სიზმრები,
თავისი ტრაგიზმით, წყალსაც წაუღია,არ უნდა აღელდე,ბაქანზე მიდიან ლამაზი ქალებიდა ძლიერ კარგია,ეს, მხოლოდ სიტყვაზე, გიშლიან გულებს დანერვებს და საღერღელს,ეს, მხოლოდ სიტყვაზე, მეცხრე და მეასე,გეა და პანგეა.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი