↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გულს

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21100 ნახვა

—
გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,შემდეგ იქცევი მიწადა,მანამა სცოცხლობ ჩემთანა,შენც უნდა იყო ბიჭადა!რაც-კი რამ სასიცოცხლოა,შესვი, დალიე ხარბადა:ზოგი გვირგვინად დაიდგი,ზოგი ჩაიცვი კაბადა,საწყევრად ისიცა კმარა,როცა ვიქცევით ლაფადა;როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,ჭია-ღუების საჭმელად,აღარ გვეცალოს სატირლად,აღარც სიმღერის სათქმელად,სამარის ქვასა ზედ ეკრასნარი და შამბი სანთელად;ცა სჭექდეს, წვიმაც დიოდეს,დილის მზეც ამოდიოდეს,ურიცხვი გუნდი ყვავილთამიწიდამ გამოდიოდეს,სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს!
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი