↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გულო, არ გასტყდე

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21100 ნახვა

—
გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,მეცა გყევივარ ავადა.ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,ნუ დავბერდებით შავადა.
სინათლე ნუმც გაგიქრებადა სხივი _ მოძმეთ ნუგეში,ანდერძსა მამა-პაპისასფრთხილად ვინახავ უბეში.ძალნო ცისანო, გვიშველეთ,საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!
გულს ნუ მომიკლავ, უფალო,იმედს ნუ დამინიავებ,დაზიანებულს სიცოცხლესმეტად ნუ დამიზიანებ;მიშველე რამა, შენს მადლსა,წამალს ნუ დამიგვიანებ!
არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,უსულოდ გდებულს, ტიალად;სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნიმათრევდენ, მჭამდენ ზიარად.ნუ გადამაქცევ, უფალო,შხამისა სასმელ ფიალად!
კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზეგავტყდე, ეს რაღა შნო არი?!სიმტკიცე მიჭირს დიადი,ეხლა ისეთი დრო არი.გამშორდი, სულით სიდაბლევ,გზაო, მაშინებ ვეღარა, _იმ თავად, ჩემო სავალო,შენზე ეკალი ეყარა.გაკაწრულ-გაფხაჭულებიდღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.ვიცოდი ძალიან კარგად,ეს უნდა გადამეყარადა დღესაც ისევ ძველებრივუნდა ვიხადო ბეგარა.გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,ნისლი ნუ გადაგეფარა:თუ აქამომდე გავძელით,დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი