↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40778 ნახვა

—
ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი:ყოველ წუთას გორდას უნდა ვლესავდე...მეტოქესთან მეტოქური ბრძოლა ვიცი,ნუ მიმტყუნებ, გოგოვ, შენი კვნესა მე.
შენს ძებნაში გზა-კვალი რად ამერია,წვიმამ რისთვის გადარეცხა ფიქალი,ვარსკვლავებში შენი თვალი რომელია -ვეჩურჩულო ნანატრი-ნაფიქრალი.
ატმის ყვავილს გააბაცებს შენი ტუჩი,შენს სუნთქვაში ია უწყლოდ იხარებს...მე თუ დამჭრა, სიყვარულმა დამჭრა გულში,ჩაჩოქილიც შენსკენ გადმოვიხარე.
სიცოცხლეში სიყვარული ერთხელ მითქვამს,ამ სიყვარულს ვეძებ, დავიარები,დასალევად წინანდალის ღვინო მიყვარს,დასათრობად შენი შავი თვალები.
1948
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი