↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეს წელიც გაქრა

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40779 ნახვა

—
ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრადა არა მხოლოდ ჩემთვის – ყველასთვის.მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამმოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.
და მიხარია, რომ გაქრა ისიც,როგორც გადაღლილ ხსოვნაში ჭორი,ანდა ვარსკვლავი რომ ქრება დღისით,გადაყვარებულ ქალივით შორი.
გარემოცული თოვლით და ქარით,თავის ბუნაგში ცხოვრობს ქალაქი,იხურება და იღება კარი,საფეხურებზე ხმება ტალახი.
წელი კი გაქრა, ვით წვიმის წვეთი,როგორც უთვალავ ლანდებში ლანდი,როგორც ღრუბლებში მწვერვალის წვერი,როგორც გაქურდულ ტაძრიდან ხატი.
კეტავენ კაფეს, გამოდის კინო,გაჩერებებზე გროვდება ხალხიდა უნებურად ფიქრობს და ცდილობსდამალოს მკაცრი ნაკვთები სახის.
ქუჩებში დაძრწის თოვლი და ქარი,დაღლილი ყალბი ცრემლით და ფიცით,და ყველა ჩქარობს, რომ ბებერ მთვარესმიუჯახუნოს კარები ცხვირწინ.
იმედისა და ოცნების მსგავსიფანჯრებზე ბზინავს ნაძვის ტოტებისა საახალწლო ვნებებით სავსე,კიდევ ერთი წლით გიახლოვდები.
1969
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი