პოეზია · ლირიკა
გული გავგზავნე ქვეყნადა
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
გული გავგზავნე ქვეყნადასალაღოდ, სანავარდოდა.სულ უტიფარი და ნორჩი,ვინ იცის, საით დარბოდა!
დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,შევხედე, ვეღარ ვიცანი:ათიათასი წყლული სჭირს -ტანჯვა-ვაების ნიშანი.
დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,ცრემლის მორევში დნებოდა.ვაებად ქმნილსა მოლხენის
აღარაფერი სცხებოდა.ვასუსუვ-ვანუგეშებდი,არ მისმენს, არა სცხრებოდა.თვითეულს შეკითხვაზედაცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.გავიგე, რადაც სტიროდადა რისათვისაც ბნდებოდა:ქვეყნის ავ-კარგის გაცნობასთურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.