↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საუბარი ედგარზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,როცა საუბარი ედგარ პოეზეა!აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელიდასდევს განწირულთა შავი პოეზია.ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი,სახემიბნედილი ქალის მწუხარება!მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილი,მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა,ფარდა შეირხევა, როგორც ყრუ ფოთოლი.კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი.თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი:ასეთ სანახავად - როგორც თანამდები,ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი