↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მოხევის ქალო თინაო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
მოხევის ქალო თინაო,არაგვი ლურჯად ბრწყინავსო,ხეობავ დარიალისა,ვარ მწირი, ვარ უბინაო.
მოხევის ქალო თინაო,სთქვი, როგორ გინანინავო:მღალატობ, მარცხვენ ვაჟკაცსა,რად გადამიდეგ, ნინაო.
მოხევის ქალო თინაო,მცხეთის მახლობლად მგმინავო,არ დარჩა ჩვენი ცხოვრება,ცხოვრება უმოწინავო.
არა სთქვა: დაიგმინავო,არა სთქვა: დაიძინავო,იგი ისევე მწირია,მოხევის ქალო თინაო!
მოხევის ქალო თინაო,ცრემლების იყო წვიმაო,გადავდეგ ამ ქვეყნიდანა,სიცოცხლე მომეწყინაო.
მოხევის ქალო თინაო,ნუთუ არვინა შინაო,არაა ბედნიერება,არც სიცოცხლეა, ნინაო?
მოხევის ქალო თინაო,გული ვის უნდა რკინაო,ვერ მოითმინა ღალატი,ვერც დარდი მოითმინაო.
ბევრი სიმწარე, თინაო,ცხოვრებამ მაძლევინაო -ვიყავი მთის მწერვალებზე...
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი