↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სატანა, დირიჟორი მსოფლიო ორკესტრისა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მიწიდან ლალის ალი ავარდადა კაელიოს ზეცას ეხება,უცებ სატანამ გაინავარდადა შორი მეხი მეხს ეტეხება.მძაფრი ორკესტრი, ძლიერ და ორკეცს,ორატორიებს, მთაზე ატანა,გრიალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს:მას დირიჟორობს თვითონ სატანა.უნდობელია მისი გენია,არც შებრალება, არც შეცოდება?ჯერ დედამიწას არ მოსმენია,მსოფლიო ბაგეთ ასე გოდება.გულს აატირებს ოცნების ნესტრით,სულს ხორციელის ეხება დანა,გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,მას დირიჟორობს თვითონ სატანა.პირველი, მძაფრი და შხამიანი -სუსტი, - შეუცნობ დედას და მამას,ბადებს წამებით ადამიანი -ორკესტრი მარად იგლოვებს ამას.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი