↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საფლავი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ნაზი პეპელა თავს დასციმციმებს,გარშემო ყვავის გაშლილი ველი,მიყვარს, საფლავო, ეგ მდუმარებადა ეგ სიჩუმე დაურღვეველი.შენსკენ ვისწრაფვი, რაკი დატანჯულსსევდა და ფიქრი შემომაწვება,თუმცა კი ვიცი, შენს სიჩუმეშითვითონ სიჩუმეც საგრძნობი ხდება.გულს აღელვებულს, სხეულს მოწამლულსნიავი ნელი ეთამაშება.არ ვიცი რისთვის, ჩემი ტანჯვებითბუნება თითქო ხარობს და სტკბება.
*მსურს, რომ ვიცოცხლო... მსურს აღარ მოვკვდე,მსურს ცრემლი ვღვარო და ვივალალო,ცრემლი ციურ ცვრად არეს ვაპკურო,გზა ეკლიანი ცრემლით გავკვალო.მე ტანჯვისთვისა ვარ გაჩენილი,ჩემი ხვედრია კვნესა, წამება...დეე, ვიტანჯო, ყოფნა გრძნეულიგულს არასდროს არ დაენანება.
*ყველაფერს ამბობს ობლის საფლავიობოლ კუთხეში, ობლად შთენილიდა სიჩუმის ხმით მესაუბრებახმა ნაზი, ციდან გარდმოვლენილი.სიცოცხლისავე საფლავს მაგონებსმოღლილ, მოქანცულს და მოდუნებულს,არსებობის ძარღვს მკვდარს, უსიცოცხლოს,არვისგან ნახულს, არრისგან შემკულს.სიკვდილო, მე ნუ მიახლოვდები,მსურს, რომ ვიტანჯო და ვივალალო,ცრემლი ციურ ცვრად არეს ვაპკურო,გზა ეკლიანი ცრემლით გავკვალო!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი