↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს ვარსკვლავი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
დღეს საქართველოსაქვს დიადი დღესასწაული.ჩვენ მოელვარესიშორეში მივეშურებითდა არ ვივიწყებთწარსულს, სავსეს უბედურებით.და გვახსოვს ყველა,ვინაც ჩვენთვის გასწირა თავი,ვინაც წამებითმომავალი შეჰქმნა უკვდავი.ჩვენს გულში დარჩამათი ხსოვნა, ხსოვნა დიადი.უკვდავი იყოსქვეყანაზე ხსენება მათი.რომ მარჯვედ სცემდამათი გული, მათი მხარ-მკლავი,ბრწყინავს, ანათებს...მშვენიერი ბრწყინავს ვარსკვლავი.
დიდი ხანია,რაც ვიპოვეთ ქვეყნად სამშობლო,რაც მორჩილებისმხრიდან მხარემ გადაუხვიაგზებისკენ, სადაცგამარჯვება და სიუხვეა.ჩვენ აქ გვინახავს,ჩვენ გვინახავს მზის მრისხანებადა გაზაფხულისქარტეხილთა ახმოვანება.ტანჯვა და შვებადაბადების, აღორძინების,ჩვენი ფრთოვანისაუკუნის გამოვლინების.ჩემო სამშობლოვ,მოიცილე შენ მღრღნელი ჟანგი.თავისუფალი,შენს სიმართლეს ჟღერს მგოსნის ჩანგი.
მთებსა და ველებსმზის თვალები ეალერსება,გულუხვ შვენებასუხვ ნაყოფით უბე ევსება.ოქროს-ფერდებაჯეჯილები ვაზის მტევნებში,ვით ათასფერიცისარტყელა ბაღთ შადრევნებში,ნაპერწკლოვანისიხარულის ღვინო ისხმება,მასში სიმღერაქართველური იგულისხმება.მისკენ მიიწევსკმაყოფილი ცხოვრების მზერით,ვერდაჩაგრულიწინანდელი სუსხით ძლიერით.ბედნიერებათსვლა-ამაყი დაიძრა ზვავი,ბრწყინავს, ანათებს,მშვენიერი ბრწყინავს ვარსკვლავი.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი