↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სერენადა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
რად მინდა იგი, ჩემო პირიმზე,ჩემის ჰანგით თუ ვერ დაგაღონებ?რად მინდა ქნარი, თუ იმის ხმაშისამოთხის ჰანგებს ვერ გაგაგონებ?
ან რად მიტაცებს კარგი ოცნებადა გულს ალერსის წყურვილით ავსებს,თუ ეს ოცნება, დაუღალავი,შენც ჩემთან ერთად ვერ აგიტაცებს?
გული სავსეა წყნარი სიმღერით,სულში ვარსკვლავი ბედის გაბრწყინდა.ვმღერი, ვით არვის არ უმღერია,წყურვილსაც მოვკლავ... მაგრამ რად მინდა?
1908
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი