↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმღერა სასოწარკვეთილისა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
შუა-ღამეა.. გარედ ბნელაშიმიუსაფარი ზუზუნებს ქარი...და სევდით სავსე მის სიმღერაშიმე სევდით სავსე მესმის ზღაპარი.შუაღამეა.. მე სახეში მცემსჟრჟოლით დამტანი და ცივი ქარი,მეგობრის ოთახს დავაკაკუნედა შევევედრე: გამიღე კარი.ხმა არვინ გამცა.. დაღონებულიკიბეს დავეშვი.. უკან დავბრუნდი,თან მიმყვებოდა ჩუმი ნაღველი,თან მიმყვებოდა შავ ფიქრთა გუნდი.შუა-ღამეა.. მე სახეში მცემსჟრჟოლით ამტანი და ცივი ქარი,სატრფოს ოთახთან დავაკაკუნედა შევევედრე: გამიღე კარი..ხმა არვინ გამცა, დაღონებულიკიბეს დავეშვი, უკან დავბრუნდი,თან მიმყვებოდა ჩემი ნაღველი,თან მიმყვებოდა შავ ფიქრთა გუნდი!ვიდოდი მარტო, გარედ ბნელაშიმიუსაფარი დრტვინავდა ქარიდა სევდით სავსე მის სიმღერაშიმე უნუგეშო ვპოვე ზღაპარი..შუა-ღამეა... გარედ, ბნელაშიმიუსაფარი ზუზუნებს ქარი,ზუზუნებს ქარი და იმის ხმაშიგანსვენებისა მესმის ზღაპარი...აჰა, შორს მოსჩანს მკრთალის ნათელიიწვის, თრთის, როგორც სევდის ლამპარი.შავო სამარევ, შენსკენ მოვდივარ...შენსკენ მოვდივარ... გამიღე კარი...და მე მივდივარ... სანთელით ხელშისასაფლაოსკენ მივეჩქარები..შავო სამარევ, არვინ მიმიღო,აბა, გამიღე ჩქარა კარები...
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი