პოეზია · ლირიკა
ფიროსმანს
დახლზე დააწყობ მოღლილ მკლავებს,თავს ძლივს იკავებ,და შენი თხოვნაც დახლიდართანშენებრ უტყვია.ჭიქა არაყით დარდს ვერ ჩაკლავ, ჩემო ნიკალავ!თუმცა მშიერ კუჭს ისე ხვდება,როგორც გულს ტყვია.შეზარხოშებულს თვალს მოგტაცებსვარსკვლავთ ციმციმი,რომელიც შენი სინდისივითშუქს ფენს უკუნეთს.ტანზე გაცვია სიღატაკეთვით საუკუნისდა მოხრილ მხრებზედაგწოლია ქვეყნის სიმძიმე.ქვეყნად ყველა კაცს თავის გზა აქვს,თავის გზით მიდის,შენც მხატვრის ფუნჯშიაგიკინძავს შენი ავ-კარგი.მკვდარსაც თან გაგყვა ბორკილივითკრძალვა და რიდი.სამარე შენი მიტომ დავკარგეთ.