↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი ბარათი

ჭელიძე ჯემალ

2022-06-121 წთ საკითხავი346 ნახვა

—
ფიქრად ქცეული დავიარები,ბნელში ავლიე შენი აღმართი,გულს ეწერება შენი პწკარები,ხელში – პატარა თეთრი ბარათი.თითქოს ბარათი მუნჯი, უტყვია,ჩუმია ისე, ვით სიმარტოვე,აქ ჩაგიწყვია იმდენი ტყვია,რამდენი სიტყვაც ბარათში ვპოვე.მთაწმინდას მხრებზე ნაბადი ესხა,მთვარის დალალი მკერდზე ეყარადა ვარსკვლავები – მძივების ასხმა,გადმოსცქეროდნენ მაღლით ქვეყანას.მოვდივარ ისევ, ძველ აღტაცებასუკან მიბრუნებს შენი აღმართი,შენ წახველ, მაგრამ ჩემთან დარჩებაშენი პატარა, თეთრი ბარათი.

ჭელიძე ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი