↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სარკიდან მებუტება ორეული

გოდერძიშვილი მირანდა

2026-07-181 წთ საკითხავი754 ნახვა

—
"მამაკაცებისთვის სიყვარული-ეს სიცოცხლის ნაწილია,ქალებისათვის კი-მთელი ს ი ც ო ც ხ ლ ე."-ჯორჯ ბაირონი.
სარკიდან მებუტება ორეული,ვეღარ ვერთვი დილას აღმაფრენით,გახდი უცაბედად შორეული-შენი აღარ მესმის არაფერი...
შენი აღარ მესმის არაფერი,შენზე ფიქრით სივრცეც დაიღალა,ნუთუ წარსულს ძღვენად გადაეცი-ერთად ყოფნა,ფიცი,ნარიყალა?!
ნუთუ თავს ტყუილად მაყვარებდი,ნუთუ შენში გრძნობის სიმცირეა?!მზე ბრდღვიალებს,მაგრამ უშენობითმცივა,ვიყინები,ს ი ცი ვ ე ა...
***გრძნობა გვიზიდავდა,ვნება გვაშორებდა,ერთად დავდიოდითმაინც ქაშუეთთან...ხან ვმხიარულობდით,ხანაც ვკამათობდით,დრო კით ა მ ა შ ო ბ დ აბედის კამათლებით....მე ახლაც შევხარი ხეებს კვირტებიანს,გულში კი გრძნობები ისევ ინთებიან......................ისევ ღუღუნებენ მტრედების გუნდები,მე კი თუ დაგტოვებ,ა ღ ა რდ ა ვ ბ რ უ ნ დ ე ბ ი ! . . .
***შენებური ხასიათი დამჩემდა,შენებური სილაღითა ვხარობ...ერთხელაც არ დავიჩივლებ გამჩენთანრომ ჩემს ნაცვლად სულ სხვა შეიყვარო...
ერთხელაც არ დავიჩივლებ გამჩენთან,თუ კი ბედი უშენობას მარგუნებს;რადგან სული შენი ჩემთან დარჩება -და...ბოლოს ,ისევ,ჩემსკკენშ ე მ ო გ ა ბ რ უ ნ ე ბ ს !...

გოდერძიშვილი მირანდა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი