პოეზია · ლირიკა
დედას
დედი, ვიცი , ახლა გძინავს-დარდიანს და სიზმრიანს,მე კი მინდა, როცა გცივა-გადაგისხა სისხლიდან:მზე, ღიმილი, ცისარტყელა-შენიდან რომ მაწვიე,შენ რომ მყავხარ-ისე მცხელა,ნეტავ,რა გამაციებს!....
მინდა ახლა შენთან ვიყო,შევეხიზნო სიზმრის ტყეს,დედი! შენი დღე დაიწყო,შენი დაბადების დღე....
შენ კი... ისე ტკბილად გძინავს,(რა გაჩუქო?- არ ვიცი),ჩამოგაბნევ ვარსკვლავთა მძივს-დაბადების ღამისთვის...