პოეზია · ლირიკა
წერილი მამას
მა,სად ხარ?_უშენო წამები მაციებს,ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთოდა აღარ დაგშორდე არასდროს...
წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარემე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_აღარსად გამიშვა!!!ინგლისი.