↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლოცვა-დუმილი (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)

კლოდელი პოლ

2012-08-121 წთ საკითხავი177 ნახვა

—
შუადღის ჟამი... ტაძრის კარის ვიწრო ღიობი...უნდა შევიდე...ო, არ მოვსულვარ სალოცავად ღვთისმშობელო,ყოვლად ბრწყინვალევ.გეახელ მხოლოდ, რომ გიცქირო და ცრემლი ვღვაროდა რომ კვლავ გითხრა - შენი შვილი ვარ,შენს წინაშე დანდობით მდგომიდა შენც აქა ხარ...მხოლოდ წამით, სულ ერთი წამით,როს ყოველივე ჩაძირულა მდუმარებაში...შუადღის ყოვნი...მსურს მივეახლო შენს სამყოფელს, შენს წმინდა ბინას,სიტყვაც არ დავძრა, მხოლოდ შენი მესმას დუმილი;დე, ჩემმა გულმა იგალობოს საკუთარ ხმაზე,შორს სიტყვებისგან, მხოლოდ იმღეროს...დაე, სისავსის ნიაღვარი ითქვას გალობითდა ამოენთოს ვითარც ჩიტი, ანაზდეულად შეთხზულ სიმღერით,ტატნობს რომ ეკვრის...და ყოველივე მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ სპეტაკიშეურყვნელი და მშვენიერი,აღზევებული სათნოება და ქალურობა,სრულყოფილება და მიმწუხრის იდუმალება.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი