↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უარი

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2550 ნახვა

—
(ხმელი ლექსებიდან)
თარიღები დავიწყებულია
ნუ დავარქმევთ სახელებს,ჯერ თავადვე მოგვიწევს დაჯერება,რომ ის არსებობსდა მერე _სხვები დავაჯეროთ.
სამყაროს უკანა ეზოში უნდა ვითამაშოთ,რადგან აქ _ სიმშვიდეც და ხმაურიც,კუთვნილებით ნაცვალსახელებზე ნაწილდება:ჩემი,შენი,მისი.
აქ _ ისე კვდებიან, სიხარული გაზრდას ვერ ასწრებს,ხოლო ღიმილი მხოლოდ ტუჩების სავარჯიშოა.
აქ _ დრო მაჯაზე არ მაგრდება,ხელსაქმედ გვაქვს მისი შევსებადა ისიც კუთვნილებით ნაცვალსახელებზე ნაწილდება:ჩვენი,თქვენი,მათი.
აქ _ არსად ვიწროვდება, რომ გაწყდეს.მხოლოდ სიჩქარეა, საგზაო ნიშნები _გაუქმებულიდა გაჩერება”თავის გადარჩენა” _გამოტოვებული.
აქ ერთხელ უნდა გაბედო დაუთხრა ღმერთს უარი.

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი