↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უსიტყვოდ

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2553 ნახვა

—
(ხმელი ლექსებიდან)
”სწორედ სიტყვებმა გააჩინეს პირველი ბზარი”მარკ სტრენდი
ეს - ჩემი საუკეთესო ლექსია,აქ - ყველა სიტყვაა,რაც უნდა მეთქვა და არ დავწერე.
ეს ის ლექსია,წაკითხვისთანავე რომ გავიწყდებადა სათაურიც არ გაჰყვება მეხსიერებას.
ის თავშესაფარიაუადგილოდ დარჩენილი ყველა სიტყვის.
სტრიქონები - ერთჯერადი გამოყენების.სიტყვები მუსიკამ მიატოვადა ექოა მხოლოდ.
აქ - ყველა სიტყვაა,რომელიც ვიპოვე და დავკარგე.
ეს უსიტყვებო ლექსია,პირველხარისხოვანი სათქმელი,მეორეხარისხოვანი აზრებით დაიმტვერადა სტრიქონებს შორის ჩაიმალა.
ფეხს თუ წამოჰკრავთ,ან თუ სადმე გადაეყრებით,ნუ დამიბრუნებთ.
ისინი ადრესატებთან მიდიან.

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი