პოეზია · ლირიკა
კითხვა
საიდან, საიდან დაიწყო რაღაცა...მე ახლა მარტო ვარ და თრთოლვით ვივსები,მიწის მდუმარება უსახოდ ბარბაცებსდა ყველა, და ყველა ბრმად მეთავისებით.ბრმად... ჩემი მიწიდან იწყება ბავშვობა,ჩემია... ვიბნევი და მაინც ვმთლიანობ,იციან, დარდობენ და ცრემლებს აშრობენრომ თქვენი სინედლე შეიგრძნონ, იანო.რომ თქვენი ცრემლიდან დაიწყონ ბარბაციხეებმა, რომელნიც სიმაღლით ძალობენ...როგორ შევიშალეთ, როდესაც გაგვძარცვესსინათლედ მოსული მზის ნიაღვარებით,როდესაც გაგვძარცვეს და ყველა წერტილშიჩაგვტოვეს დუმილად და მარადისობად,მე ქვების სურნელიც რაღაცად მენიშნადა ქვა შევიყვარე შიშველი ღირსებითდა ყველა იმედი საფლავთან დამებნა...რა მერე, თუ გული ლოდინით ხმიანობს,მე ალბათ იმიტომ მოვედი ამქვეყნად,რომ თქვენი სინედლე შემეგრძნო, იანო,საიდან, საიდან დაიწყო რაღაცა...