პოეზია · ლირიკა
* * * "მომიფონებენ გულზე იმედად"
მომიფონებენ გულზე იმედადსიზმრებს, ფერებით შენაკოწიწებს,და მერე, ალბათ, დარდის ქვეყნიდანნაბიჯარევით მოსვლა მომიწევს,ჩამოდნებიან თეთრი ღრუბლები,დამეღვრებიან მხრებზე ჯიუტადდა ქარი მზესთან გასაუბრებითსულს სიყვარულის ყვავილს მიუტანს.საოცარია, როცა მციოდაგულზე ყინულის ლოდი დამადეს,ჩემს ნაკვალევზე ქარი კიოდა,ქარი კიოდა მოაქჟამამდე,მოაქჟამამდე მომყვა სიფითრეყოფიერების ვერშეთვისებისდა, ამიტომაც, გამორჩეულადმესხვისებით და მეთავისებით,ღმერთია მოწმე, არ მყვარებიაარსებული და შექმნილი ჯერაც,რწმენა დავკარგე სიზმრის საზღვართან,რწმენა დავკარგე და მაინც მჯერა,რომ მომიფონებთ გულზე იმედადსიზმრებს ფერებით შენაკოწიწებსდე, მერე, ალბათ, დარდის ქვეყნიდანნაბიჯარევით მოსვლა მომიწევს.