↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პორტრეტი ვარდით

შიოლაშვილი ირმა

2025-08-121 წთ საკითხავი773 ნახვა

—
და მერე დასკვნა იქნება მკაცრიიმ უნათლესი დღეების ფონზე..._ ცა ათასფერად ფანტელებს გაცრის,დადიხარ მშვიდად, ეჩვევი პოზებს,და გინდა, გინდა გაექცე შენს თავს,გაექცე უხმოდ და უსხეულოდ,სხვაგვარად გაკრთობს ტკივილი ხეთა _გამომხმარი და ჩამოხეული,გაკრთობს... შენ თუმცა ქარებსაც უფრთხიდა ნისლის კუთხეს ეჩვევი მშვიდად,ვინ იცის, როდის შესცივა შურთხებს,როდის შეგზარავს დრო-ჟამი ბინდით,ვინ იცის... უკვე ამთავრებ თუმცარაღაც ძველსა და რაღაც ახლობელსდა საყვარელი წიგნივით ფურცლავსათნომყოფ დღეთა მრავალსახობასდა გიხარია, რომ სიხარულიარის სინათლის მიერ მბადებიდა სიტყვებს, შენგან ჩამოღვარულებსცრემლივით მართალ წონას ადებენდა შურთხებს, შენგან ნატირალ შურთხებსუუსათუთეს მზერას სჩუქნიან...როგორ გაწუხებს მზერათა კუთხეასე მარტივს და ასე შუქიანს,და ურთულესი დღეების მეკვლეს...ხეების ცრემლით ტკივილარეულს,რა გამოგილევს გზაწვრილზე ეკალს,ბეჩავს, დაღლილს და დილის მთვარეულსდა დილის მეკვლეს, რომელსაც სცივა,და ეშინია მარტო დარჩენის,წლები ოდესმე დასკვნამდეც მივლენდა კითხვის ნიშნებს ჩამოარჩენენდა ცხოვრებაში დაგრჩება ვარდი _მიწის ქმნილი და მიწის შობილი...თუმცა პორტრეტი რაღაცას ბადებს,ბოლომდე გრჩება უარყოფილიშენი ცხოვრების სუსტი პროფილი...რადგან ყოფაში აღმერთებ ვარდებსდა ცხოვრებისგან უარყოფილიდასკვნისწინარე სინანულს ბადებ.

შიოლაშვილი ირმა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი