პოეზია · ლირიკა
*** "ბავშვი უცხოა"
ბავშვი უცხოა და შეიცვალაბავშვს სიყვარული ალაპარაკებსდა როცა გზაწვრილს მიჰყვება ცალად,თავის ორეულს უსმენს არაკებს.ბავშვი მარტოა და ყველა წერტილსამოწმებს თვალის მშრალი გუგებით,ხანდახან ღრუბლის სველი მზერიდანფეხთით მოლოდინს ჩამოუგებენდა იცის, მიწის სხეულს სენიანს,როცა ზეცაში ნახავენ ასულს, _ბავშვს უწოდებენ მერე გენიოსსდა სიყვარულზე მოსთხოვენ პასუხს.