პოეზია · ლირიკა
პოეტის მონოლოგი
რაღაცა ტყდება და ბოლო წერტილსსვამს ფოთოლცვენა და გაორება,ვერ შევიყვარე ცხოვრება მეტად, _სახეში ისე მცემა ცხოვრებამ.გავდივარ ჩემი შეშლილი წრიდანდა ზეცის თაღებს ვესათუთები,მწერდა და მშლიდა, მწერდა და მშლიდაამ დასაქცევი ყოფის წუთებიდა ახლა, ასე მარტივს და სადას,(ერთი შეხედვით სადას და მარტივს),ლოდინი გულზე ლოდივით მადევსდა სიზმრებივით არეულ მარტებსვიგონებ თრთოლვით და ვინც მიყვარდაბოლო წერტილს ვსვამ იმის თვალებთანრადგან ყოველი ყოფა იყო დასიზმარი იყო სიზმრის გარეთა.