↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ოჰ, მემატება"

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10974 ნახვა

—
ოჰ, მემატება, მემატება ნისლი ყოველდღე,გაცხადდა უკვე, აუხდენელი ოცნების აზრი..როგორც პოეტის სამძიმარზე მოსულ პოეტებს,ისე შევყურებ ჩემი ქუჩის მოწყენილ ნაძვებს.
გაცხადდა უკვე, გაშლილა დროშა კაეშნის.თვითონაც მიკვირს, როგორ გააძლო გულმა ამდენხანს(რაღაცნაირი ზიზღი ვიგრძენ ბოშას თვალებში,როცა მენაგვეს გავაყოლე პურის ნატეხი,)
გაცხადდა უკვე ცოტა რამის შევძელ გამხელა,გადაუწყვიტა მამაღმერთმა ლექსების სიბერე,ვერ შევიფარე მოზეიმე მგოსნის სახელი,ინტელიგენტის მოსასხამიც ვერ შევიფერე.
გაცხადდა უკვე დღეებს ისევ წუთობით ვითვლი,საკუთარ სულში სხვიზე უფრო ვეძებ სიბნელეს.ვერ შევიფერე მოყვარული მეუღლის ტვირთი,რაც მთავარია, ერთგულება ვერ შევიფერე.
ოჰ, მემატება, მემატება ნისლი ყოველდღე,გაცხადდა უკვე, აუხდენელი ოცნების აზრი..როგორც პოეტის სამძიმარზე მოსულ პოეტებს,ისე შევყურებ ჩემი ქუჩის მოწყენილ ნაძვებს.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი