↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "რას წუწუნებსო, ან რას სტირისო"

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10960 ნახვა

—
რას წუწუნებსო, ან რას სტირისო,იტყვის ამ წიგნზე ვიღაც ავყია,მე უკვე მივალ, მიწას მაყრიანდა მენანები, ჩემო თბილისო.და მენანება შენი ქუჩები,ვერ გაგიმეტო სხვა სხვა საივლისოდ...აწი ვერავის ვერ ვეურჩები,მე უკვე მივალ, ჩემი თბილისო.ტანში შავეთის ქარი მივლისო,იტყვის ვიღაც და წკვარამს ჩაუვლის,შენ მაპატიე, ჩემი თბულისო,ეს უცაბედი დანაშაული.შენ მაპატიე, სველია უპე,მტერს არ მოესწროს დარდი ასეთი,შენ მაპატიე, მე დავიღუპეერთი შავთვალა ქალის ბაგეთი.თუ ღამეებმა კარი ჩაკეტეს,ესეც იმ შავი ქალის ბრალია,ჩემს სულს ერთ წამში გადაჰფარვია,რაც მოკვდავებმა წლობით აკეთეს.რას წუწუნებსო, ან რას სტირისო,იტყვის ამ წიგნზე ვიღაც ავყია,მე უკვე მივალ, მიწას მაყრიანდა მენანები, ჩემო თბილისო.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი