↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "როცა ტკივილი სიკვდილის ჟინად"

ფირცხალავა არჩილ

2010-07-121 წთ საკითხავი10958 ნახვა

—
როცა ტკივილი სიკვდილის ჟინადიფოთლება და სხეულში დადის,სულ სხვანაირი ყოფილა, ჯინა,პოეტისა და მიჯნურის დარდი.როცა სხეული სენმორეულიჩუმი ოცნებით მაღლდება ცამდი,გამოდის ჩემი მჭლე ორეულიდა სიზმარეულ ფერებში დადის.მოვილხენ, მაგრამ რად მოვილხინო,ბჟუტავს ხსოვნაში წარსულის კვარი,ბოლოს და ბოლოს რა გახდა ღვინო,ბოლოს და ბოლოს ვინაა ქალი.ჯერ სასიცოცხლოდ ასწიე ქნარი,ღმერთებს უსმინე ღვთაების შვილო,თორემ ყოველთვის იქნება ქალიდა დაიღვრება საფლავზე ღვინო.ხვინჭას უწმინდეს ბადახშში რეულსრას მისცემს თმების გადაფიფქება,გადაშლის ვინმე პოეტის რვეულს,გადაშლის ვინმე და დაფიქრდება.რამდენი ტკბილი ნუგეში გაქრა,ცამ რომ დაუსვა ნეტარ ფიფქებად,ის დაფიქრდება შენს ლექსზე, მაგრამშენ რას გიშველის ეს დაფიქრება.როცა ტკივილი სიკვდილის ჟინადიფოთლება და სხეულში დადის,სულ სხვანაირი ყოფილა, ჯინა,პოეტისა და მიჯნურის დარდი.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი