პოეზია · ლირიკა
* * * "ფრთხიალებს გულში სიყვარული-დაბმული ჩიტი,"
ფრთხიალებს გულში სიყვარული-დაბმული ჩიტი,ხვალ მეწყერივით უცაბედი წამოვა წვიმა...შენ გაგიხსენებ, შენს გამო კი არაფერს ვიტყვი.სიზმარეთიდან გამოვიდა იმედი-დედა,ოი, სახიერო, სახე ხსოვნის საფლავებს მითხრის,წავალ, სილაზე ვითამაშებ ბავშვებთან ერთად,შენ გაგიხსენებ , შენს გამო კი არაფერს ვიტყვი.