პოეზია · ლირიკა
* * * "შეგყურებ როგორც მორწმუნე წმინდანს"
შეგყურებ როგორც მორწმუნე წმინდანს,თუმცა მატულობს სევდა და ჯავრი,ჯერ მხოლოდ შენი სიცოცხლე მინდა,თორემ სიყვარულს სწერია ჯვარი.ისევ ვკითხულობ ბლოკსა და პუშკინსდა ზეციური გალობა მესმის,როცა დაღლილი თვალების შუქშიდაიბადება ახალი ლექსი.თითქოს განგების თვალებით მიმზერსზეცა, რომელმაც მასწავლა ფიციშეყვარებული გოგონაც ვიცი.ვიცი, ტკივილი გამაქრობს ბოლოს,ვერც რას გავხდები შიშით და ძრწოლით,ისევ გრანელის ცხოვრებით ვცხოვრობდა იმედებსაც მისხლობით ვწონი.ისევ არაფერს ვაბრალებ იღბალს,თვალბედნიერი პოეტის ქნარით,სიზმარში ისევ შემოდის ვიღაც,რომ ამაშოროს არყოფნის ქარი.შემოდის სულში ზეციურ ბინდადშორეულ გზებზე დაღლილი ჯარი,დღეს მარტო შენი სიცოცხლე მინდა,ხვალ სიყვარულსაც სწერია ჯვარი.ჯვარი სწერია იმ წლებს და იმ გზებს,თორემ დღითიდღე ძნელდება ფიცი,რადგან ლექსების პაწია წიგნზეშეყვარებული გოგონაც ვიცი.