↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "რას მეტყვი მამავ?"

შემოქმედელი დავით

2026-07-181 წთ საკითხავი1159 ნახვა

—
(მეუფე თადეოზ იორამაშვილს)
რას მეტყვი, მამავ?! ვერ დავასრულეწუთისოფელთან ჩემი წანწალი,გეზი აუცდა ამ გზებს საუღლეს,ჯიბრში მყავს ჯიქურ ბედი წაწალი.რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში,სულ ამიწეწა ფიქრის სამანი,ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში,ვერ ვამზეურე იასამანი.მამავ, იქნება, ეს გზაც ნისლია,და მირაჟ-მირაჟ დავალ ცეცებით,სანთლების შუქზე ლურჯი ბიბლია,თითქოს ცის შემთბარ სამოსს ვეხები.სხივი ცას მკრთალი სხივით ლამბავდა,სწუხდნენ ქარები, ნელი თუ მალი,და თავქვე მედო უფლის ლაბადა,მიწა _ მზის თბილი თავსასთუმალი.დავდივარ ასე სულის ხსნისათვის,სიტყვების ზვავის დამატყდა თქეში,და ერთი ციდა სტრიქონისათვისრამდენი ღამე ჩამადნა ხელში.ხანდახან თითქოს სივრცე-მანძილიწამში ჩემ თვალწინ უხმოდ დამთავრდა,რას მეტყვი, მამავ?! როცა დაღლილისულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან...გახიდული ვარ ცხოვრების ჯვარზე,ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ,ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე,მაშ, სტრიქონ-ხილვებს რისთვის ვნახულობ?...ახლა ცრემლ-ყინულ ბილიკზე დავალ,ვით სხივი ბინდში ნაფერმკრთალები,და გზას ცისკრისკენ მიკვალავს, მამავ,იესოს თბილი ნატერფალები...

შემოქმედელი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი