↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ესა ვართ, რაც ვართ"

შემოქმედელი დავით

2026-07-181 წთ საკითხავი1158 ნახვა

—
ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელირაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება,ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის,მარტო ლაქლაქი და დამარცხება.ჩვენ არ ვიყავით? _ ვფარსადანობდით,და შურის ძაფებს ჩუმად ვაბამდით,პილატესავით ხელებს ვიბანდითდა უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდით.ზოგი კი ხონთქრის მზეს ლოცულობდა,გოდებდა ხალხი _ ეს რა მოგვდისო...ისიც ხომ გვახსოვს, აგერ ჩვენ თვალწინ _,,ჩრდილოეთიდან მზე ამოდისო”.მაგრამ ხომ იყო ხახული, გრემი,აქეთ _ გელათი, იქით _ ვარძია,და ინდოეთის კარიბჭის ლოდიერეკლემ თავის ხმლით გადასწია.გვეწერა მხრებზე ძლევა _ დიდგორი,ჩვენზე ხმამაღალ ლეგენდებს თხზავდნენ,რომში ფარსმანის დიდ ქანდაკებასბელონას ტაძრის სვეტებთან დგამდნენ.ხან დარუბანდის ვლეწავდით კარებს,ხან თავიც კი ვერ გადაგვერჩინა,ვიყავით მართლა მხნე და რაინდი,თუ მითის ფერად ხუფში გვეძინა.და მტრის მახვილზე უფრო გვზარავდამომიზნებული მოყვრის ისარი,ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათშვილებს კანკელთან დასაფიცარი.ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელირაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება,ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის,მარტო ტკივილი და დამარცხება?!

შემოქმედელი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი