პოეზია · ლირიკა
დისადმი
(მალვინას)
ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა,განგების ნებით გადაკარგული...ფიშტოდაცლილი ქორწილ-მაყრობადა კრიმანჭული სხვენზე გაკრული.ეხვევა თხმელებს დოლბანდი ბინდი,კანდელ-წანდილით ჩათავდა მარხვა,და ჭლექიანი _ ნესტი ამინდი _სახსარში დაგხრავს, ვით ბოსტნის მახრა.სამოსად შაშვის შავ _ მარმაშებიკედლის _ კალენდრის დუმილ-დარდები,შემოსეული ყიზილბაშები _ღობეს ახრჩობენ ეკალ-ბარდები.საფლავი,…ბალახამოშლილობა,გათვალულია ბედი ართვალით,…საკურთხ-ნაკურთხი დედა-შვილობადა დაკემსილი ღამე სათვალით.სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა,ეს გულიც სამი ცივსაფლავია,ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას,ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!სწუხან თელები დათალხულ ჩალმით,ანწლებთან მწარედ ხარ მოწყენილი,და წამიწერე თეთრ ნისლებს წალმითმოსაკითხავი ჩემთვის წერილი.ქარები შარა-სალახანები,ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს,ყელამდე იყო იმ წელს ყანები,მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.ბაღში შავფერა შინდის სურნელი,შვენობს, უშურო შენი მადლია,რატომ იცინის ნუში სულელი,რამ წამოჩიტა ასე ადრიან.დავბრუნდი, დაო, მე _ ბუმერანგი,ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას,რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგიშემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.