პოეზია · ლირიკა
თანამედროვე იუდას მონოლოგი
ჩვენი იუდას მონოლოგინიკო ლორთქიფანიძეს
ვყიდი, რაც რამ მაბადია,თუკი ოდეს რამედ ვღირდი,დედის გულს და მამის დაღლილმარჯვენს დათვლილ გროშად ვყიდი.
ბედიაში ბაგრატის სულს,ცხუმს რომ პირველ ფუძედ ვთვლიდი,კოლხის უნატიფეს ქალებსრიზეს გზაზე ჩუმად ვყიდი.
ცრემლისხელა მოთბო მიწას,ყელს რო აჭდეს სალტე დიდი,კუთხე-კუთხე, ეზო-ეზო,ყოველ გოჯ და მტკაველ ვყიდი.
პატივაყრილ ჩემს სამშობლოს,ზე რო აზის ყველა ფლიდი,ხონთქრის დავალების უმალსიცილ-სიცილ ვფცქვნი და ვყიდი.
რაც რომ მტერი მომეძალა,ჩემს სულს ეშმაკისთვის ვწვრთნიდი,ვდგავარ ახლა, ივერიისატირებულ ზეცას ვყიდი.