↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინიმალისტური პოეზია

შემოქმედელი დავით

2026-07-184 წთ საკითხავი1481 ნახვა

—
***ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე,სოფლის ბილიკო,სასაფლაოსკენ,როცა გარბიხარ…
***ძალიან დიდი ლოდინის შემდეგ,ერთად გიპოვეს,ჩემმა თვალებმადა სიმარტოვემ.
***ხმა სარდაფიდანაც გამოაღწევსქუჩაში,მაგრამვაი,რომ სხვააამ ხმის ძალა....აყვავილდა იასამანი,თითქოს მომახარა,რომ ერთი წლით დავბერდი...
***სექტემბრის დილა,იელების ყვითელ ხანძარშიშენ შეგამჩნიე გულთეთრა ჩიტო,ოღონდ ვერაფრით დავადგინე,ვის უგალობდი...
***მე დავბრუნდი შინდა აღმოვაჩინე,რომაქედან არსადწავსულვარ.
***რას მეტყვი,ცაო,უხიფათო შენაც არა ხარ,სამხრეთის ცაზე,წუხელ ძერამ გადაიფრინა...
***დაუსრულებელ უცხო გზაზეის მიდიოდა,ჩვენ კი მის სხეულსვასაფლავებდით...
***"ხე ნაყოფით იცნობის"და არა ფოთლების შრიალით...
***დარბის პაწია გოგოსაფლავებს შორის,წვიმიანი დღეა...გაჯიუტებული ღრუბელიცას არ ტოვებს...
***მის თვალებშიჩემს საფეთქელზე მობჯენილ დამბაჩასავითსიკვდილი დავინახე,ბადეში მომწყვდეული თევზივით ფართხალებდაფეხებთან დაგდებული გული...
პოეტი
დინოზავრების ნაკვალევზესიარული აკრძალულიაო -გაფრთხილებენ,შენ მაინც ბედავ...
ცხოვრება
საკუთარი თავის დასხვების დაჯერება,რომმართალი ხარ...
...ნუ მიწყენზოგჯერ თუ გიბრაზდები,ნაგვიანევი გაზაფხულისთვისსაყვედური, მახსოვს ერთხელ,მზესაც შევკადრე.
...ბალიშს შეატოვე მონანიება,სარკეს ნიღაბი,ხოლო თვალებს ცაცისარტყელებით გარითმული....მზე ჩავიდა,ენძელები მაინც ყვაოდნენ,ჩემი სახლის წინ......შენ სიძულვილი დაასაფლავედა ახლა შიშობ,სიყვარულს ხომ არავნე რაიმე.
***დედის საფლავზეამოსულო ყვავილო,ნიავზე რომ ირხევი,დედის სუნთქვა მგონიხარ...
***მამაჩემი მოტყდა, დედაჩემიც,და ყოველდღე ერთი და იგივე -“ვერ ივარგა ბიჭმა”.
***ვუცქერი მამის დაკოჟრილ ხელებს,რომლებიც ფრთხილად აცლიან ბალახს,თავისი დის სასაფლაოდან,და უნებურად ვფიქრობჩემი შვილების ბედზე...
***შენც გაზაფხულიგქვია რაღა,ყოველ მოსვლაზესაფიქრალს მიჩენ...
***ჩემი უძილო ღამეებიდანშენს მარადიულ ძილამდე,რამდენი გრძელი ზამთარია,დედა!
***იქნებ არცაა ტრაგედიადამშვიდობება ძველ ნიღბებთან,თითქოს მობეზრებულისათამაშოები მოისროლე დაახალი იყიდე...
***დედის მკერდზე თავმინებებულს,თუ გიფიქრია იმ ცოდვებზე,რასაც სჩადიხარ?
სიყვარული
სიცოცხლის არსიც იქნებ ისაა,ღვთაებრივით თუ ავსებულასიცარიელე.
***ისე ნუ გამაწბილებგაზაფხულო,რომზამთრისპირას არმოგინატრო...
***"სიკვდილზე უფრო ცივი სიყვარული","შიში ჭამს სულს",ტრანკვილიზატორები:ოლზაპი,მაქსებათი,ტრუქსალი.ფანჯარა ოდნავ ღია-ქალაქი ბუნდოვნად ჩანს...
***მორალისტი - დოსტოევსკი,ამორალისტი - უელბეკი,სიმართლე სადღაც შუაში.
მამა.შვილი
ორი საწინააღმდეგო მიმართულებითმოძრავი პარალელური ვექტორი,სივრცის რომელიღაც ნაწილშიგადაიკვეთებიან.

მეგობრის ხსოვნას

სამგლოვიარო პროცესიამიჰყვება აღმართს...იქ მაღლა მთაზე სამუდამოდ დავტოვოთ უნდა,წუთისოფელზე დამდურებულისიცოცხლე შენი...
***ძველი სარდაფის ჭუჭრუტანაშიშემოვარდნილ სხივივით მეცა,შენი თვალების შემოფეთება...
***ვწერ ამ ლექსს იმ იმედით,თავი შეგახსენოთ -ცოცხალი ვარ.
**.-"ლექსი დავწერე",რა იქნება ისე ჟღერდეს,როგორც ჭავჭავაძეებისსალონში...
სადღეგრძელო
გაუმარჯოს,რაც ჩვენთვისყველაფერია,ხოლო სხვისთვის კი -არაფერი.
***გუშინ თვალებში ჩავხედე ნაგაზს,და როცა მიხვდა,რომ შემეშინდა,მხოლოდ მაშინღა აყეფდა იგი...

ბავშვობა

მე მასწავლიდნენ სიარულს,ლაპარაკს,ძილსაც კი...მაგრამ არასოდეს უსწავლებიათთვალის გახელა.

შემოქმედელი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი