პოეზია · ლირიკა
ნაბახუსევზე
ვუმზერ საყვარლად მოსაუბრეცისფერ ჩაიდანს,სოლოლაკის ხედს, ორთაჭალას,ბებერ მაიდანს.“ზარმაცების ხაშს” მივაკითხოახლა იქნება,ნაბახუსევზე, კაცმა რომ თქვას,არის მისწრება.სახლში არ მინდა,ჟინი მიტანს სადღაც გავლაზე,დამირეკავდეს ნეტა ახლათემურ შავლაძე.ირევა ქუჩა, აზელილიმტვერში, ხმაურში,ფული რომ მქონდეს,გავიგიჟებ თავს გუდაურში.რუსთველზე გავალ _ქუჩა ვნებით ნამთვრალევია,რა ქედნის წელი,რა თვალები,რა ქალებია!თუ არაფერი გამოვიდა,ნახე სიბრაზე,წავალ, ერთს მაგრად გამოვთვრებიმაგათ ჯინაზე!..