პოეზია · ლირიკა
პოეტი
ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა,რითმების მღვრიე ღარში დამფლავი,ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო დაზოგისთვის _ საძმო მცირე საფლავი.შენ კი რა სნება აგიტყდა შარზე,სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ეხსნები,დიდბატონების ცრუ კარნავალზედადიხარ შენი დარდი _ ლექსებით.სტრიქონის შუბი გეპყრა საომრად,ფარას რომ ფარად ეფარვის მწყემსი,წყევლა იყო თუ უფლის დალოცვა,სულში რომ ჩადნა პირველი ლექსი.ჩამოისამხრეს ნისლებმა ახლო,როცა ცას პირველ სტრიქონს ჰპარავდიდა ლეგაქულა ლექსსამოსახლომეტაფორების გედგა კარავი.ბავშვმაც იცოდი სისხლს რა ნდომია,პარნასის კართან ფრთით ასატანი,რომ პოეზიაც თურმე ომია,დიდგორის დარად გადასატანი!...