↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როლიდან როლამდე

შემოქმედელი დავით

2026-07-181 წთ საკითხავი1473 ნახვა

—
პარტერი, ფარდა და მაესტრო,რეკვიზიტს ლაქა და ობი,უფრაკოდ ღიმილით დაესწრო,ნაცნობ ფარსს, ნაცნობი სნობი.და ასე როლიდან, როლამდე,იცვლება დრამა და გმირი,შენს თავთან წაგებულ ომამდეცფრთებმოცლილ ჩიტივით ტირი.ცხელ ცრემლებს სხეულში ჩაიტან,სტატისტის დუმილს რომ ჰგავდა,ყველაფერს ადვილად აიტან,ჩამოხსნილ ნიღაბის გარდა...***ვიწვი ამ ლექსით, რომელსაც წუხელწამოვაყოლე ვნებებად ლავა,ნასიზმრალ ფიქრსაც ვერავის ვუმხელ,უძეკაცეო ტრამალზე ვდგავარ.
ვერ გავთქვამ სურვილს ფერმცხრალ მთვარესთან,თუმც ჟინი წადილს აოთხებს თბილა,დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან,რომ დაიბადოს სამოთხე დილა...

შემოქმედელი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი