↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "უნდა წავიდე"

შემოქმედელი დავით

2026-07-181 წთ საკითხავი1160 ნახვა

—
უნდა წავიდე, ჟამი არ იცდის,აქ მო, ჩემ გვერდით ერთგულო სანჩო,უნდა დავტოვო ეს ღორთა კოლტი,მძულხარ ნეხვივით, ცხოვრებავ ჩარჩო.რა ხდება, სანჩო, წუთისოფელიმხოლოდ ცოდვილთა არის სადგური,მე აქ რა მინდა? კვეხნით არ ვამბობ,რას მარგებს ამათ ლოკვა სალბუნი.ეს ქვემძრომელა შავი ვირთხებიტახტისკენ ხოხვით ვით მიძვრებიან,შიმშილით გვხოცენ ეს მკვდარძაღლები,მერე _ გარჩენთო იყვედრებიან.რა ხდება ხედავ? ნაგვის ბუნკერშისარჩოს დაეძებს ვიღაც მშიერი,ყველა ტირანი, იცოდე, სანჩო,ღატაკ-მონებით არის ძლიერი.არ გინდა სანჩო, ამათი ოქრო,არც სრა-სასახლე არ გინდა მათი,სხვა ზეცის კიდე ეძიე, სანჩო,ან სულ უბრალოდ მთვარეზე წადი.ცხენი მომგვარე მე როსინანტი,ჩემს დულსინეას ამაღამ ვხდები,დაშნაც გავფეროთ უფრო ლამაზად,ხომ იცი გზაზე ბევრია მტრები.მივდივარ, სანჩო, გული არ ითმენს,ღრუბლის თეთრ ქულებს უბზინავთ ქედი,მე ჩემი რაშით ზეცაში წავალ,თქვენ დაიტოვეთ ეს ჯოჯოხეთი...

შემოქმედელი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი