პოეზია · ლირიკა
დედი, გზირის მზერასავით
დედი, გზირის მზერასავითგდევდა მუდამ ავი ბედი,სოფლის ბოლოს, ალაგესთანრა უმწეოდ დამიბერდი.დედი, ჩვენი სახლის ზემოხაკისფერი ღრუბლებია,შორს მიდიან სამუდამოდ,თუ ჩვენს ეზოს ბრუნდებიან.მამაშენი სახსრის ჩივილსვერ უძლებსო, რა ხანია,მწერდი, სულს რომ ვერ გაატან,ისე შავი ზამთარია.არაფერი აღარ შეგრჩა,ჯავრი მხოლოდ ჯვარცმულ დღეში,და უძღები შვილის წერილსფსალმუნივით იღებ ხელში......დედა, გამოხუნებული,შენი კაბის ფერი,დედა, მამის ნაქონ ყამასდასდებია მტვერი.დედა, ყორის ახლო ვნახეიის სუსტი ღერი,ყველა კენჭი და ბუძგატაბავშვობაა ჩემი.ჰოდა, დედი, სიყვარულიამ დაბორცვილ მიწის,მე კი არა, დამიჯერექვის ყორემაც იცის.... . .სულეთის კართან მელოდე, დედა,საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის,ეს რა გულსევდა დღე დამებედა,დამძიმებულა დარდიც ლოდივით.
წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი,შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს,ცრემლივით წვეთდა ნისლები სველი,ცრემლიც უბედო თურმე ბედია.
შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა,კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური,საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა,მე ვარო შენი ბოლო სადგური.
გადაუარეს წვიმებმა ბალახს,სექტემბრის უხმო დილაა თბილი,და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს,მორწმუნესავით ვეხები შვილი!.....დედის საფლავზეამოსულო ყვავილო,ნიავზე რომ ირხევი,დედის სუნთქვა მგონიხარ...