↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე წვიმაში

ხალვაში ფრიდონ

2017-05-123 წთ საკითხავი52769 ნახვა

—
მას ელოდი,ამიტომ ღამე ისე გაგიდნა,რომ კალმით და ოცნებითვერ მიადექ მაგიდას.მთელი ღამე ელოდი,წვიმდა, ახლა ცრის კიდევ,დილა მაინც შინდისფრადღებავს მაღალ ცის კიდეს.ადექ ნალოდინარი,მზე წვიმაში აინთო,თითქოს ამით ის გითხრა,გულს გიკეთებ ამითო.
მთების რუხი უბიდანამობრძანდა მნათობი,ქალიც მაშინ მოვიდა,იგი, ვისაც ნატრობდი.სევდიანი დარია,წვეთი ნემსად გესობა,მაგრამ იგი მოვიდადა გრძნობ უკეთესობას.სახლის ცისფერ ფანჯრებშიათამაშდა ხალისი,გიხარია ეს დილადა მოელი ხვალისას.ქალი, ვინაც თან მოჰყვაწვიმას, მზეს და იმ დილას,იჯდა ჩუმად,მერე კი ადგა და თქვა:_ მივდივარ.წლები რაგვარ წვალებითმისთვის დაგიხარჯია,ნეტავ ახლა რომელიწუთი იმ წლებს არჩია?მაშ რატომღა მოვიდა,ანდა სად მიელიან?ძნელი არის, თუ გიყვარს,დუმილი კი ბნელია.ჰკითხო რამე? _ ცუდია,ხვეწნა _ უარესია,არადა, ჰა, ეს დელგმაწალეკს, რაც გითესია.წუთით კარს მიეყუდა,მდუმარეა, მშვიდია,ეუბნები:_ რა მოხდა?_ არაფერი... მივდივარ...შენ მუხლები გეშლება,მას მუხლები უძლებენ,გამეტებით აბიჯებსჟოლის ყვითელ ფურცლებზე.დარი ისევ დაბინდდა,ცასაც გული ევსება,მთები ნისლებს იხვევენ,ვით ქეჩხოებს მწყემსები.და გადიხარ წვიმაში,წვიმა წვიმას არა ჰგავს, _წვეთში სხივის მტვერია,შენ კი მტვერიც არა ხარ.მაინც ისე მიდიხარ,თითქოს ახლა აღარ წვიმს,გაგონდება ვიღაცა,გეძებს ძალა რაღაცის.მთელი ღამე წაიღოსიყვარულის იმედმა,შორიდან კი ვარსკვლავიჩუმად გიციმციმებდა.შენს მძლავრ მზერას ელოდა,ვით შენ სატრფოს ელოდი,იცოდა _ შენ ოცნებითსახლში ვერ ეტეოდი.ის ქალი კი ვერ მიხვდაშენთა ფიქრთა სიდიდეს,თუ რა სხივს დაედევნე,რა მზე გადაიკიდე.ვერ იტანდა შენს ფიქრებსდა შესჩივლა გარეწრებს:ჯერ უნახავ გზებსა დასამყაროებს დაეძებს.მაგრამ შორი სიყრმიდან,როგორც ირმის ნახტომი,მოგდევს დიდი სინათლე,უნდა შენად გახდომა.ის საოცრად თბილიადა ღამისფერ თვალებშივარსკვლავები ცვივიანმეტეორთა თარეშით.რუზე ნაკრეფ გვირილებსკრავს ბალახის ღეროთიდა ყოველთვის ბინდისასშენს ეზოში შემოდის.დგას, განიცდის შენს აზრებსდა სურს ერთი გვირილადადოს შენს მაგიდაზე,ვით სიტყვა და ღიმილი,მაგრამ იმ შენს კოსმიურშრომას მოეკრძალებადა უკანვე წაიღებსსიყვარულს და წვალებას.შენ კი, ვინაც მონახედა შეხსენი ცას კარი,ვერ იგრძენი შენ გვერდითშენი ბედის ვარსკვლავი.უბრუნდები რუკებს დაჭოგრიტს გულდაწყვეტილი,და რიცხვებით საუბრობსშენთან თითო წერტილი.ასეთია ყოფნა აქდიდისა თუ პატარის;სულ ურთულესს გაიგებს,სულ უბრალო გადარევს.თავში ზეცა ტრიალებს,თვალწინაა ნახაზი,კოსმიური სიღრმიდანგეძებს ძალა რაღაცის.ასე იყავ ბინდამდემაგიდაზე დახრილი,უცებ ფანჯრის მიღმიდანმოგწვდა მორცხვი ძახილი.გაიხედე, _ იცანი,ვინც სიყრმიდან მოგდევდა...მზე კი ზღვაზე ჩაყვითლდაკვერცხის გულისოდენა.შემდეგ ქარმა რტოებიგააღვიძა იმედითდა ფოთლებმა მომართესწვიმის ლურჯი სიმები.
1964
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი