↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სოფლის ესკიზები

შემოქმედელი დავით

2026-07-183 წთ საკითხავი1475 ნახვა

—
დასრულდა ეს დღეც ჩვეულებრივ,დღე უსახური,დავასაფლავეთ,დავახურეთ საღამო შავი,მისვენდა ჭორიც გრძელფეხებადა უამური,ღრძო დედამთილის ენასავითმრუდე და ავი.წამოიხურავს ქარი კალთებსდა მთელი ღამეკარის ღრიჭოში უპატრონოძაღლივით დაძრწის,გამთენიისას წაგთვლემს, მაგრამბერივით ზეზეუნდა დაასწრო მზეს ადგომაყივილზე მამლის,გადადის ღამე და სოფელიციშორებს ბურანს,იღვიძებს დილა, ეს მკერდსავსელამაზი ქალი,დგახარ ყრუდ,ბებერ ვაზის ჭიგოსჩამორდნობილი,შორს ჰორიზონტზე იზნიქებაპროფილი ხვალის...***შენ უცქერ ცაზევარსკვლავების მილეულ ცქრიალს,ავდარიაო,-წუხს დედა დასამზადისს იწყებს,ეს დღეც ჩათავდაუხმაუროდ, დუმილით რადგანმუდამ ხვალეზე ფიქრი არისცხოვრება იქნებ.სოფლის შარაზე ახლა უნდაიარო ფრთხილად,არ წამოედო სადმე უშნოდაჩხორილ ყორეს,და ეძინება ძაღლის გაბმულყეფაზე მშვიდად,პატარ-პატარა საზრუნავითგადაღლილ სოფელს..***იწვიმებს გაბმით, დაედებატალახი შუკებს,და თუ გათოვდა, მთელი კვირაბარდნის და ბარდნის,ზიხარ თავისთვის მოწყენილი,წვიმის ხმას უსმენ,თითქოს გაშეშდა საათიც დადრო აღარ გადის.მოიძევ ფიჩხებს და დაუგებხმელ ჯირკვებს ქვემოთ,ტკაცუნით შენკენ საალერსოდიწევა ალი,გახედავ სოფელს,ნისლი ისე ახურავს, თითქოსგაუქმებული ბუხრებიდანამოდის კვამლი...***დილაა, შენთვის დაუსწრიაადგომა სოფელს,ჭალის მიკარგულ ღარტაფებშინახირი ბღავისდა წელში მძიმედ ჩაფერხილ დაჩალეწილ ღობეს,ხედავ, თუ როგორ დასტყობიასიბერე მამის.ცოტაზე ჟინჟღლავს, მაგიდაზეღრენს ტრანზისტორი -მკვლელობა, ომი... შიშისფერიპლანეტას ადევს,ვეღარ იცხოვრებს ადამის ძესინაზით, ნდობით,ტყუილად ვჩურთავთ სქელ ნიღბებშიცოდვიან სახეს.ხოლო სოფელი სიმშვიდის ხმასიუფლებს, როგორცნელინელ გტოვებს გაქრობის თუსიკვდილის შიში,გარბის მინდორში გალუმპულინინველა გოგო,ხარ დაჯერებით, რომ ამ შემცდარპლანეტას იხსნის...***ფურცლავ მოწყენით წიგნს ცხოვრების,გალბობს წვიმები,წინ გზაა, სოფლის ტალახი დამერე გვიმრები.მამიდა უხმოდ, თალხ თავსაფრითბუხართან მჯდარი,დამფრთხალ წიწილებს წიოკ-წიოკდაიფრენს ქარი.დები სწავლობენ გრამატიკასზმნებს და ზმნისპირებს,კაცმა არ იცის ეს ზამთარიწინ რას გიპირებს.დედა აქვეა ლაფაროშიბოჩოლას აბამს,კატა კუთხეში მიყუჟულითვალს ტკბილად ნაბამს,..აქ წყდება კადრი,მერე შენ წინ ქალაქი დიდი,გარწევს ნავივით უმოწყალოდცხოვრება ფლიდი.ფიქრი ჩრდილივით თანამდევისოფელი...სახლი...აქ ხმა ტრამვაის, ქვაფენილიყავა და დახლი....ფურცლავ მოწყენით წიგნს ცხოვრების,გალბობს წვიმები,წინ გზაა, სოფლის ტალახი დამერე გვიმრები...
***ჭიშკართან ძაღლი გამუდმებითაჯავრებს ღამეს,ზიხარ ბუხართან,მუხლზე გიდევსწიგნი გრანელის.მძივივით ბრწყინავს ცრემლიშენი ბაიას თვალზედა ახდილია ფიქრის ახლაყველა სარქველი.შენ უკვე იცი, დაგივიწყადიდმა ქალაქმა,თოვს, ვეღარც ამჩნევ ყანის ბოლოსღობე ჩამტყდარი...და ოღროჩოღრო ბილიკებს თუპატარა ფერდობს,სულ ერთიანად გაასწორებსმალე ზამთარი.

შემოქმედელი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი