↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტერენტი გრანელს

შემოქმედელი დავით

2026-07-181 წთ საკითხავი1476 ნახვა

—
"არა სიცოცხლე, არა სიკვდილი'',რაა ის, სულში ასრე რომ იწვის,ქარების ცემით ღონემიხდილი,გაექცე უნდა ტყვეობას მიწის.
საწუთისოფლო, ო, ეს წესია,თუ ჩამოშლილა საყდრის ქვითკირი,აედევნები ცივ პროცესიას,თითქოს საკუთარ ცხედარს მისტირი.
გულშიც საფლავი რაღად დაგჩემდა,ან ამ ცრემლ - ხილვებს რად არ ეხსნები,ზოზიას ლოცვაც ვერ მოგარჩენდა,სიტყვების ჯვარზე გაკრულს ლექსებით.
ზაფრით მზემ გულზე განაბზარებმაგამოანათა ციდან ფრთა მრთელი,კაცი ხარ?! ლექსი თუ სახარება,თუ ცა და მიწის შუა სანთელი...

შემოქმედელი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი