↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი ჯარი ძლიერია, მაგრამ სხვა სიძლიერით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ქვეყნად ბევრი არმიაა -სულ სხვადასხვა ფერია:ზოგან ლურჯი, ზოგან თეთრი,ზოგან ყორნისფერია.ნისლში მიდის, გზას ვერ იკვლევს,ხეობებს ვერ ეგნება,რისთვის იბრძვის, რისთვის ომობს,არ აქვს ამის შეგნება.შეუგნებელ კაცის ბრძოლასმადლი როდი ექნება,თუმც სამარის ბევრი სველიმიწა გადიბეკნება.ნამდვილად კი მათ დროშაზემასის ჩაგვრა წერია,თავიდანვე ამ არმიასბედი არ უწერია.ჩვენი ჯარი ძლიერია,მაგრამ სხვა სიძლიერით -შეგნებული დისციპლინით,შეგნებული იერით.იცის, რომელ მხარეს იცავს,იცავს სისხლით, იარით,მტკიცედ ესმის დავალებამხარის შრომისმიერის!ჩვენი ჯარი ძლიერიადა ბრძოლებში მაგარი,რომ დაიცვას პროლეტარულშრომის ნაამაგარი!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი