↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზაფხული, შუაღამე

ხარჩილავა ვახტანგ

2019-07-121 წთ საკითხავი948 ნახვა

—
ჩახუთული და ცხელი ღამეა,ვინც მიყვარს, ახლა არ ჩანს არც ერთი.სადღაც მთვრალები `მრავალჟამიერს”მღერიან რაღაც უცხო აქცენტით.`ღვინის სარდაფი” _ გვაუწყებს აბრა(აქ ბევრი მისვამს სითხე წყალწყალა).სარასთან ერთად მოდის აბრაამდა უკან მოსდევს ლოთი საწყალი.ჩვენში ვინაა უფრო საბრალო,აი, ეს კიდევ საკითხავია.იქვე მახლობლად, სადაც აბრაა,ცხოვრობს კეთილი ქვრივი, მარიამ.გადამქცევია ცხოვრება ჩვევად,რა ვქნა, ვერაფრით თავს ვერ ვანებებ...მომწვანო გუბე,ვის ვკითხო რჩევა,გუბეში მშვიდად სძინავთ ამებებს.არა, არ მომწონს მე ეს ამბები,მე ამეების არა ვიცი რა.ის მყიდის,ტკბილად ვინც მესალმება,მან მომკლა,თბილად ვინც გამიცინა.უსიყვარულოდ დაავადებულს,სასწაულების ჯერ კიდევ მჯერა.ვით რიტუალი სავალდებულო,გადამქცევია სიცოცხლე ჩვევად.ყავახანასთან ღამის დარაჯი. __ ყავა მოართვით სტივენ დედალოსს!!კაცს ვეძებ, მაგრამ კაცი არა ჩანს,შემესიტყვოს ან შემომედავოს.

ხარჩილავა ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი