↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ შეცდენილი ხარ ანგელოსი

ხარჩილავა ვახტანგ

2019-07-121 წთ საკითხავი969 ნახვა

—
შენ შეცდენილი ხარ ანგელოსი,მხრებზე ციური შუქი გაყრია.შენ შეცდენილი ხარ ანგელოსი,მაგრამ რატომღაც ქალს გეძახიან.უცხოს და ცისფერს ბრბო ვერ აიტანს,ბაღს გაგითელავს და აგიოხრებს.შენ გამოგძერწა ზეცამ მთვარიდანქალის ტანით და ქალის მიმოხვრით,და მოგისაჯა მამრის გაოფლილ,ხარბ, გაუმაძღარ სხეულთან იწვე.შენც სასჯელს იხდი,შორს მოგალობეჩიტების გუნდი მიფრინავს მზისკენ.შენ თეფშებს რეცხავ, ახურებ ღუმელს,დახრულ იატაკს ხეხავ ჯაგრისით,რომ დაემსგავსო ოჯახზე მზრუნველდა მოფუსფუსე დიასახლისებს.მერე შლი ლოგინს, ასწორებ ბალიშს,წვები ალერსის მაცდური ნიღბით,და ბედნიერი გეხვევა ქმარი,ქმარმა რა იცის, რომ სასჯელს იხდი...

ხარჩილავა ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი