↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ ქაშუეთში მელოდი მაშინ

ხარჩილავა ვახტანგ

2019-07-121 წთ საკითხავი953 ნახვა

—
შენ ქაშუეთში მელოდი მაშინ,იდექი ანგელოსების გვერდით,თითქოს მელოდი იისფერ ცაში,ხელში ყვავილი გეჭირა თეთრი.ის იყო შენი წმინდა სანთელი,რომელიც უნდა დაგენთო ხატთან.შველას ითხოვდი და გამართლებას,მიხუტებოდი ღვთისმშობლის კალთასდა გისველებდა ცრემლები სახეს,გარეთ წვიმდა და ხანდახან ელვითგანათდებოდა `მხატვართა სახლი”და ლოცულობდა შემკრთალი მრევლი.შენ ჩაიდენდი დღეს პირველ ცოდვასდა ეს ცრემლი და ჩუმი გოდებაციურ მიჯნურთან და გულისსწორთანიყო მალული დამშვიდობება.რეკდნენ ზარები და თეთრი მტრედიმოვერცხლილ გუმბათს ირგვლივ უვლიდა.შენ კი გიყვარდა და თვითონ ღმერთიცვერ დაგიხსნიდა სიყვარულიდან.სხვა გზა არ იყო დღეს ამ გზის გარდა,ახლა არავის შეეძლო შველა,ჩვენ მოვიხედეთ და ტაძრის კართანმაგდალინელის დავლანდეთ მზერა...

ხარჩილავა ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი