პოეზია · ლირიკა
ცხენი
ყველგან გზა არის, ყველგან ბილიკი, გზებად ქცეულაქვეყანა მთელი,მისასვლელია ყველასთან დღესვე, გასარბენია ათასი ველი.სივრცე ხრიოკი და ცარიელი, თავბრუდამხვევი მზემარტოოდენ.ასე აჭენოს უნდა პატრონი ამ უღვთო წუთისოფლისბოლომდე.არ ინაღვლებდა, ეს გულქვა კაცი რომ იჩქაროდესვინმეს მშველელად,რომ მოუტანოს დაღლილს ნუგეში, იმედდაკარგულსბედნიერება.ბნელია მისი ზრახვა, სიკეთის უარმყოფელიდა ვერშემგრძნობი,ხან წამოჰკიდებს სიმინდს ნაპარავს, ხან ათელინებსყანას მეზობლის.არ შემოისვამს ყარიბს დაქანცულს, დაუსაბამო გზითდა მინდვრებით,ცხენს ღამით სტანჯავს ავი სიზმარი და ზურგი სტკივაცოდვის მზიდველი.გადაწყვეტს მაშინ: _ `კმარა, ხვალიდანარ გავიკარებ მონის უნაგირს,უნდა წავგლიჯო ჩემს ბედს ლაგამი, უნდა დავტოვობნელი ბუნაგი.ვიქნები ცხენი კეთილი ზღაპრის, ტყაშმაფა ფაფარსდამიწნავს ხოლმედა ხელისგულზე კვნიტა მარილით ჩემთან მზიანიდღეები მოვლენ.მომეფერება გრილი საღამო და შუბლზე მთვარესდამაკრავს დამღად,შორ სივრცეებზე შეყვარებული იდგება ბიჭი,მდინარის გაღმა”.ამ ფიქრით სტოვებს თავლას ყოველთვის, მაგრამროდესაც დადგება ბინდი,მშიერ-მწყურვალი და დარცხვენილი, ნაცნობსახლისკენ მორჩილად მიდის.მშიერ-მწყურვალი და დარცხვენილი, პატრონს ეძახისჩუმი ფრუტუნითდა დგას ჭიშკართან თავჩაქინდრული, შერიგებულიდა დაჩუტული.იცის, რომ ელის მწარე მათრახი, ლაგამი წუთით ვერ წაუყრიადა მაინც მუდამ იქვე ბრუნდება, სადაც ქერსა დათივას უყრიან.